ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, ნაყოფიერი და შემეცნებითი სასწავლო წელი, საინტერესო ექსკურსიით დაგვირგვინდა.
სასწავლო ექსკურსია 17-18 აგვისტოს მოეწყო მარშრუტით: დაბა აბასთუმანი-ყაზბეგი-დარიალის ხეობა, ილია ჭავჭავაძის - „მგზავრის წერილებთან“, დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსიაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები, კლასის დამრიგებლები: ცისანა კირთაძე, ჰამესტ კირაკოსიანი და ლია გვარამაძე.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს, როგორც ნაწარმოებში ნახსენები ადგილები, ასევე მის მიმდებარედ მნიშვნელოვანი ისტორიული ტაძრები. დარიალის ხეობაში შეასრულეს ქართული ცეკვები და სხვა მუსიკალური ნომრები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიით მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსიას ყოფილი დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: