ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში
28-06-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საინტერესო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოაჩენდნენ.

სკოლის კლუბ „ბიოტექნოს“, აქტიური მოსწავლეების ჩართულობით დასრულდა eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი - „ხელი მივცეთ ჩვენს სამყაროს - Let's give our world a hand“, რომლის „ფაუნდერი“ თურქი კოლეგა Sule Celikis -ია და თანამფაუნდერი კომპიუტერული ტექნოლოგი, პედაგოგი ხათუნი ასანიძე გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში საქართველოს 21 საჯარო სკოლასთან ერთად ჩართული იყო საბერძნეთის, თურქეთის და რუმინეთის სკოლები.

პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი წიგნიერების კომპეტენციის განვითარება; გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენის გაცნობიერება; მოსწავლეებში ციფრული ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენების უნარის განვითარება; სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს და შექმნეს საინტერესო რესურსები, რომლებიც განთავსებულია პროექტის პორტალზე. მათ შექმნეს პროექტის ლოგო-პოსტერები, ასევე იმუშავეს აქტივობაზე - „ეკოლოგიური კვალი“. 

22 აპრილს, სასკოლო საზოგადოებამ დარგო ყვავილები და ნერგები, აღნიშნა ბიომრავალფეროვნების დღე, რომლის ფარგლებშიც გააკეთა ჩიტის ბუდეები და განათავსა ხის ტოტებზე, ასევე შექმნა პრეზენტაცია - „მარსელის მოგზაურობა“, რომელიც მოიცავდა 17 მდგრადი განვითარების მიზანს.

პროექტის მონაწილეებმა, შესანიშნავ გუნდთან, ქართველი და უცხოელი პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად, ზუმის პლათფორმაზე, გააზიარეს შესრულებული აქტივობები, საზოგადოებას ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ფლორა და ფაუნა გააცნეს. 

სკოლაში მადლობას უხდიან თურქ კოლეგას შესაძლებლობისთვის, მოსწავლეებს კი ასეთი მონდომებისა და აქტიურობისთვის. 

აღსანიშნავია, რომ დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რათა აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის აქტივობებში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203