შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გამოცდებზე შესატან აკრძალულ ნივთებზე საუბრისას განმარტავს, რომ უპირობოდ დაუშვებელია მობილურის და საათის შეტანა.
გარდა ამისა, ნინო წერეთლის განმარტებით, რიგი ნივთების გამოცდაზე ქონა დაშვებულია აპლიკანტის სპეციალური საჭიროებიდან გამომდინარე:
„საგამოცდო ბარათზე სრული ინფორმაციაა დატანილი; აპლიკანტს შეუძლია იქონიოს წყალი და სურვილის შემთვევაში კალამი; რაც შეეხება აკრძალულ ნივთებს, დაუშვებელია მობილური, ასევე საათი... აბიტურიენტების ცნობარში ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაციაა დატანილი;
თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ რომ გვყავს სპეციალური საჭიროების მქონე აპლიკანტები, ამიტომ მათ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, წამალი და საკვებიც კი დასაშვებია, თუ მათი საკითხი კომისიამ განიხილა.
კიდევ ვიმეორებ - აბიტურიენტების ცნობარში დეტალური ინფორმაცია არის მოცემული და თითოეულმა აპლიკანტმა, საკუთრი საჭიროებიდან გამომდინარე, იცის რა ნივთი არ უნდა შეიტანოს გამოცდაზე. საათისა და მობილური შემთხვევაში კი აკრძალვა უპირობოდ ყველა გამოსაცდელზე ვრცელდება“.