სენაკის N3 საჯარო სკოლის პედსაბჭოს 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა
28-06-2024

სენაკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული. შრომისმოყვარე, კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი და პროფესიონალი, ღირსეული პედოგოგები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო ყოფილიყო. პედაგოგთა შრომასა და სკოლის წინაშე გაწეულ ღვაწლს ხელმძღვანელი მარინე ნანეიშვილი ყოველთვის აფასებს.

ამას ადასტურებს 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის არაჩვეულებრივ გუნდთან.

პედსაბჭომ შეხვედრაზე სასწავლო წელი საინტერესოდ შეაჯამა. მასწავლებლებმა ასევე განიხილეს ყველა აქტივობა, რომელიც სკოლაში ჩატარდა და გაიხსენეს მათი მიღწევები, წარმატებები.

მთელი წლის განმავლობაში შესრულებული დავალებები, აქტივობები დაგვირგვინდა ლამაზი სტრიქონებით, სადაც პედაგოგთა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები გამოიკვეთა.

„გილოცავთ წარმატებებს და ახალი მწვერვალების დალაშქვრას გისურვებთ“, - აღნიშნავს ერთ-ერთი პედაგოგი.

შეხვედრა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და შემოქმედებითად დატვირთული იყო. გარდა აღნიშნული საკითხების განხილვისა პედაგოგებმა ასევე ლექსები წაიკითხეს და ეს დღე გაალამაზეს.

„სკოლის პედსაბჭოც ხელოვნების ნიმუშია“ , - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ სასკოლო საზოგადოება ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ქვეყნის წარმატებაში. მათ, ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება იზეიმეს ევროპის ჩემპიონატზე. 

„ჩემი და ჩემი გუნდის სახელით მიულოცეთ საქართველოს ნაკრებს ევროპოს ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას და მომავალ თამაშზეც მოგებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს დირექტორი მარინე ნანეიშვილი.


იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203