სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შემოქმედებითი და ემოციური გამოსაშვები ღონისძიება
28-06-2024
სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დასრულდა. 

სკოლის ეზოში, მე-4 და მე-4 კლასების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სკოლაში, ნიჭისა და სილამაზის ზეიმი იყო.

სცენარი, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურა მოიცვა, ბავშვებმა არაჩვეულებრივად წარადგინეს. მათ საყვარელი პერსონაჟების როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა დაგვანახეს მთავარი ფასეულობები: მეგობრობა, სიყვარული, დედამიწა, სამყარო, სამშობლო და განათლება“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა ხარისხიან მეტყველების უნარსა და თეატრალურობაში, როგორც გვიყვებიან, მათი დამრიგებლების და საყვარელი მასწავლებლების დიდი შრომის შედეგი და დამსახურება ჩანდა.

ღონისძიებაზე, ერთმანეთს ცვლიდა თემატიკის შესაბამისი ცეკვები და სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს დაემშვიდობნენ, სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური იყო. ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და განათლებისთვის მადლობა გადაუხადეს.

გამოსაშვებ საღამოზე მუშაობდნენ: მე-4 და მე-4 კლასების დამრიგებლები: ნატალია ადეიშვილი და ეთერ ვაშალომიძე, მუსიკის მასწავლებელი - ლელა გოლიაძე, სცენარის ავტორი - მუსიკის და ხელოვნების მასწავლებელი: თეონა (თეკლა) გაბედავა.

„განახლებულ მეთორმეტე საჯარო სკოლაში, კიდევ ბევრი ლამაზი და ნიჭიერი ღონისძიება გაიმართება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203