ღადოლარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მხიარულად აღნიშნეს
06-06-2018
ღადოლარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგნელის თქმით, მოსწავლეები ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთვნენ და ბევრი იმხიარულეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგი აღსაზრდელებს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ესაუბრა.
1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას. პედაგოგი აღსაზრდელებს ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ესაუბრა. იხილეთ ფოტოები