9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას, სიკეთის კეთებას ასწავლიან.
მარაბდის საჯარო სკოლას ტრადიციად აქვს ქცეული, ყოველ წელს მოაწყოს გასვლითი საქველმოქმედო ღონისძიება ბავშვთა სახლებში.
წელსაც, 27 ივნისს, ტრადიციისამებრ, სკოლის დირექტორის - თამრიკო ფიჩხულაშვილის, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით, სასკოლო საზოგადოება ტკბილეულითა და საჩუქრებით ესტუმრნენ საქველმოქმედო ფონდს - „მომავლის გზა“.
მარაბდის საჯარო სკოლამ ამ ნაბიჯით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა პატარებს.
„ფონდში სტუმრობის შემდეგ დავათვალიერეთ ბავშვების ნამუშევრები, მოვინახულეთ სოციალური საწარმოც და იქ შეძენილი ულამაზესი მწვანე მცენარეებით კმაყოფილები დავუბრუნდით მშობლიურ სკოლას“,- გვიყვებიან სკოლაში და ტრადიციას აგრძელებენ.
იხილეთ ფოტოები: