„ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“-კაბლის N1 სკოლაში განხორციელებული შემეცნებითი პროექტი და  დირექტორის ხელმძღვანელობით გამოცემული ლიტერატურული ალმანახი
02-07-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში მონდომებით ერთვებოდნენ. 

მათ შორის, დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ განხორციელდა. რომლის ფარგლებშიც, პიესა - „შიშველი მეფე“ შეირჩა და კაბლის N1 და თელის საჯარო სკოლების მონაწილეობით, საზეიმო საღამო გაიმართა. ღონისძიება კაბლის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა. მას მუნიციპალიტეტისა და თემის წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

როგორც კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე გვიყვება, სპექტაკლი ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ელზა მუსალიევასა და ნონა  მაისურაძის ჩართულობით დაიდგა, რომლებიც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ცეკვებისა, სიმღერების და მონტაჟების მომზადებაში დაეხმარნენ. 

მუსიკალური და მხატვრული ნომრები თელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მოამზადეს.  მათთან ერთად, მასწავლებლები ციცინო შემშენოვი და ნონა გელაშვილი მუშაობდნენ.  

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ლიტერატურული ალმანახი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ გამოიცა. სკოლაში 20 მოსწავლის შემადგენლობით, სარედაქციო კოლეგია შეიქმნა. ალმანახის დამზადებაში კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორთან - ლამარა ტაბატაძესთან ერთად, ქართულის მასწავლებელი - ნონა მაისურაძე და კარაჯალის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული ენის მასწავლებელი - ფარმან ალიევი ჩაერთნენ, რომელიც ამავე დროს, ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწევა და აზერბაიჯანულ ენაზე რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული. გარდა ამისა, ალმანახსი გამოცემაში წვლილი მიუძღვით აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს - ილჰამ მამედოვსა და მალაჰათ შაბანოვსაც.

მოსწავლეები წერდნენ მოთხრობებს, შემდეგ ერთად კითხულობდნენ, შეცდომებს ასწორებდნენ და ერთმანეთს იდეებს უზიარებდნენ. 

„მხატვრული ნაწარმოებები ჯერ ქართულ ენაზე იწერებოდა, შემდეგ ათი მოსწავლისგან შემდგარმა მოხალისეთა ჯგუფმა აზერბაიჯანულ ენაზეც გადთარგმნა. ამ პროექტის აღმოჩენაა კაბლის N1 საჯარო სკოლის მეათეკლასელი - სევინჯ იბრაგიმოვა, რომელსაც წერის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა და გაკვირვებულნი დაგვტოვა თავისი სქელტანიანი და საინტერესო მოთხრობებით. ორივე მოთხრობა პროექტის ფარგლებში დაიწერა და ლიტერატურულ ალმანახში დაიბეჭდა“,- გვეუბნება კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ლამარა ტაბატაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203