მარაბდის საჯარო სკოლამ საგანმანათლებლო პროექტის ფინალურ ტურს უმასპინძლა 
01-07-2024

28 ივნისს, 9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელი“ ფინალური ტური გაიმართა. 

პროექტში მეცხრე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დასკვნით ეტაპზე 24-მა ფინალისტმა იასპარეზა. 

სკოლამ პროექტს ღირსეულად უმასპინძლა. ღონისძიება კი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა. 

სკოლაში პროექტის მესვეურთ მადლობას უხდიან და ახარებთ, რომ ფინალისტებს ღირსეულად უმასპინძლეს.

„უდიდეს მადლობას ვუხდით პროექტ „დიდგორელის“ ხელმძღვანელს, ბ-ნ ლევან ჟვანიას ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის, რომელიც ხელს უწყობს სკოლებში ისტორიის საგნის (განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის საგნის) პოპულარიზაციას.

მადლობას ვუხდი ჩემს მერვე კლასის მოსწავლეებს: ელენე ფიჩხულაშვილს, ანა ოძელაშვილს, ნინო ბახუტაშვილს, ნიკოლოზ დევდარიანსა და მარიამ აბულაშვილს, რომლებიც მიუხედავად მცირე ასაკისა, არ შეუშინდნენ დიდ კონკურენციას და გახდნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ღირსეული ფინალისტები.

მადლობა, ასევე, ჩემს მე-10 კლასელებს: ნინიკო კენკებაშვილსა და ვახო ბახუტაშვილს, იმ დიდი პასუხისმგელობისთვის, რომელიც გამოავლინეს მთელი პროექტის განმავლობაში.

მადლობა ჩემი სკოლის დირექტორს, ქ-ნ თამრიკო ფიჩხულაშვილსა და სკოლის პედკოლექტივს, ფინალისტების ღირსეული დახვედრისთვის.

უღრმესი მადლობა ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ბ-ნ ზურა აზარიაშვილსა და, ასევე, ქ- ნ ნინო მესტვირიშვილს, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ განხორციელების უდიდესი ხელშეწყობისათვის.

მადლობა, ერთი „დიდი ოჯახის“ წევრებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელსა და პროექტში მონაწილე მოსწავლეებს. წარმატებები ყველა ფინალისტს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203