ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს არაერთი ღონისძიება გაიმართა, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის შეჯამებას, ასევე მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა ნაყოფიერი და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს. ღონისძიებას დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა.
მასწავლებელმა მოსწავლეებს სიმბოლური მედლები გადასცა და მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა. მოწაფეებმა კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და დამრიგებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: