ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა თავისი პროფესიონალიზმითა და უშრეტი ენერგიით გამოირჩევა.
წლებია, რაც ის სკოლას დიდი წარმატებით უძღვება, სკოლაში მის შრომასა და ამაგს აფასებენ.
სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედსაბჭო განსაკუთრებულად წარიმართა. ყველა პედაგოგმა, დამრიგებელმა, კათედრის გამგემ, დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუხლჩაუხრელი მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ასევე, დაიგეგმა მომავალი 2024-2025 სასწავლო წლის ამოცანები.
ამასთან, პედაგოგიურმა და სამეურვეო საბჭომ, საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა.
პედაგოგებმა სკოლის ხელმძღვანელს სიურპრიზი მოუწყვეს და დირექტორად მუშაობის 10 წლის აღსანიშნავად, აქტიური, ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისათვის, დიპლომი და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.
„პოზიტიური მუხტი სუფევდა ირგვლივ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში საგზზურად გაჰყვება ყველა პედაგოგს“,- წერს დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძე.
იხილეთ ფოტოები: