ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
მათ შორის, მოსწავლეები ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ, რომელიც საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ეტაპად ტარდება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ყველა გამოწვევა წარმატებით დაძლიეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელების გუნდმა ფინალში წარმატებით იასპარეზა. მათ ფულადი ვაუჩერი გადაეცათ და საზაფხულო სკოლის საგზური მოიპოვეს.
მშობლიური სკოლა მათ ამ გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: