მუხურის თემის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სპექტაკლის - „ჯარისკაცის დღიურები“ პრემიერა გამართა
01-07-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც არაერთ აქტივობას მართავენ.

მათ შორის, 28 ივნისს, ამავე სკოლის ლაშა გახარიას სახელობის სააქტო დარბაზში სკოლის ბაზაზე არსებულმა თეატრალურმა დასმა სპექტაკლის - „ჯარისკაცის დღიურები“ პრემიერა გამართა. რეჟისორი დათო დარსალია, ხოლო პედაგოგი დათო შენგელია გახლდათ.

წარმოდგენას, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა, დარბაზი მონუსხული უსმენდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნორჩმა მსახიობებმა ომთან დაკავშირებული ტკივილი გაითავისეს. მათ მთელი არსებით შეიგრძნეს, რომ ომს თავისი კანონები აქვს, ის სასტიკია და დაუნდობელი.

დასასრულს სკოლის დირექტორმა - როდერი ცირდავამ რეჟისორს, მონაწილეებსა და დარბაზს მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203