თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მათ მნიშველოვან წარმატებას მიაღწიეს. 26 ივნისს, მოსწავლეები ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე გამარჯვებაა.
შედეგად კი, მოსწავლეები ბახრეინში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ თითოეულ მათგანს და მათ მასწავლებელს - ვლადიმერ უშიკიშვილს ამ დიდ გამარჯვებას, ვულოცავთ სკოლას და მთელ თიანეთს!
მადლობა ბავშვებს, მასწავლებელს, სკოლის დირექტორს - ქალბატონ ინეზა ციხიშვილს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილეს - ბატონ გოჩა ქავთარაძეს და რაიონის მერს ბატონ - ლევან წიკლაურს, გვერდში დგომისათვის. ეს მართლაც დიდი მოტივაციაა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: