საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სწავლა-სწავლების ეფექტურ მეთოდს. სასწავლო-შემეცნებითი ტურები მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა.
28 მაისს, გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი) იმყოფებოდნენ ორდღიან შემეცნებით ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში.
მათ მოილოცეს მწვანე მონასტერი და ზარზმისა და საფარის მონასტრები. მოინახულეს ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, რაბათის ციხე და ნინოწმინდა.
მოსწავლეებს თან ახლდათ გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე, რომელიც დაწვრილებით ესაუბრა მათ ამ შესანიშნავი ადგილების შესახებ.
მოსწავლეები ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: