ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლის სპეცმასწავლებელი და ინტეგრირებული თეატრალური დასის „პინოქიოს“ ხელმძღვანელი შორენა ფილიაკოვა მოსწავლეებს თეატრალურ ხელოვნებას აზიარებს.
მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს დასმა გამართა საბავშვო სპრქტაკლის - „პინოქიო“ პრემიერა. პრემიერა ჩატარდა ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე და მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაისმახურა.
აღსანიშნავია, რომ შორენა ფილიაკოვას პროექტი - „არტ და დრამათერაპია სკოლებში“ წარმატებით ხორციელდება, რასაც სხვა სკოლების მხრიდანაც დიდი ინტერესი და პროექტში ჩართულობა მოჰყვა.
როგორც შორენა ფილიაკოვა გვიყვება, თეატრალური დასი ხაჯალიის საჯარო სკოლაშიც ჩამოყალიბდა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორის - ხათუნა აფხაზავას თხოვნით, ხაჯალიის საჯაროს სკოლაშიც შევქმენით ინტეგრირებული თეატრალური დასი „Perfomsnce“ და მაყურებლის წინაშე წარვადგინეთ ახალი სპექტაკლი - „ემიგრანტი დედა“,- გვეუბნება პედაგოგი.
2024 წლის 19-20 ივნისს დასების ხელმძღვანელი მოსწავლეებთან ერთად მიიწვიეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის კულტურის ცენტრში, სადაც წარმოვადგინეთ ორივე სპექტაკლი.
გასტროლმა წარმატებით ჩაიარა, ზემო აჭარის მაყურებელი კი კმაყოფილი დარჩა. ტაშით და ოვაციებით ამაყი პატარა მსახიობები კი დადებითი ემოციებით დაბრუნდნენ ლანჩხუთში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: