ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წლის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის არაერთი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მათ შორის, თამარ მეფის გიმნაზიის გრიგოლ ხანძთელის სახელობის VIII კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი) იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
მათ მოილოცეს ტაძრები და გაეცნენ ისტორიას XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრისა და IX საუკუნის მწვანე მონასტრის შესახებ.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და წარმტაცი აღმოჩნდა. მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: