ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქალთა ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის მიმდინარე კონტინენტურ პირველობაზე 57კგ წონით კატეგორიაში მირანდა კაპანაძემ გაიმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა თურქ მეტოქეს 6-3 აჯობა და ოქროს მედალსაც დაეუფლა.
მოსწავლე არის ჭიათურის 27-ე კომპლექსური სპორტული სკოლის მოსწავლე. მისი მწვრთნელები კი ოთარ ჯაოშვილი და თამუნა სამხარაძე არიან.
ჩემპიონატიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მოსწავლეს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყეს, ჩემპიონობა მიულოცეს და ახალი სიმაღლეების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: