ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის მიწურულს სკოლაში ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ნაყოფიერი სასწავლო პროცესი ზარ-ზეიმით დააგვირგვინეს. მოწაფეებმა ცოდნა შეაჯამეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა შესთავაზეს.
ბავშვებმა ქართულ ენაზე იმღერეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებით მოხიბლულმა დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: