დიდი სამსარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ლამაზი საზეიმო ღონისძიება და ემოციური დამშვიდობება პირველ მასწავლებელთან 
01-07-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს, მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რაც მოსწავლეთა ცოდნის შეჯამებას და მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს - მარინა კურღინიანს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა.

დამრიგებელმა -  მარინა კურღინიანმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

მოსწავლეებმა კი მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203