თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს „პირველკლასელთა აკადემია“ საზეიმოდ გადაეცათ
01-07-2024

პირველკლასელთა რეგისტრაცია ისევ მიმდინარეობს, მოცემული ეტაპისთვის კი რეგისტრირებულია 43047 მოსწავლე. მათ პირველად უნდა შეაღონ კარი ცოდნის სამყაროში, რისთვისაც მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია - სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ეტალონის“ პროექტის სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული საოჯახო წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“. 

საქართველოში პირველად, გამოიცა წიგნი, რომელიც პატარებს შეუქმნის საფუძველს სკოლისთვის და მოამზადებს მათ, რომ თამამად გადავიდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ეს სიახლე საქართველოს დიდ ქალაქებში და რეგიონებშიც სიაომვნებით აიტაცეს და როგორც თავად წიგნის ავტორი ამბობს, ემსახურება ყველაზე ღირებულს - წარმატებული თაობების აღზრდას. 

ამჯერად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, წიგნები საზეიმოდ გადაეცათ თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს. წიგნები პატარებს თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა. 

„საქართველოში სასკოლო მზაობისათვის სახელმძღვანელო არ არსებობდა, „პირველკლასელთა აკადემია“ კი პირველია, რომლიც ბავშვებს სკოლისთვის მოამზადებს. ემოციურად იწყება ხმოვნების შესწავლა, აქვს ილუსტრაციები და ისეთი დავალებები, რომ თუ ოჯახი მონდომებულია შეუძლებელია, ბავშვი არ იყოს წარმატებული“, - აღნიშნა წიგნის ავტორმა და მეტიც, პატარებს სიხარულით აცნობა, რომ წიგნებს საჩუქრად მოჰყვებაizrune.ge-ის ერთწლიანი პაკეტი, მისივე თქმით, პატარები აბსოლუტურად უფასოდ მიეჩვევიან ორ მთავარ რამეს: პირველი - აზროვნება, მეტყველება და თამამი საუბარი; მეორე კი - ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.

საზეიმო ღონისძიებას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თეა მიროტაძე ესწრებოდა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ პროექტი აუცილებლად იქნება წარმატებული და გეგმავს „ეტალონთან“, გრძელვადიან, ნაყოფიერ თანამშრომლობას: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ეტალონს შორის შედგა ურთიერთთანამშრომლობა. ჩვენს აღსაზრდელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს, გზა დავულოცეთ ფერადი სურვილებით და საჩუქრად გადავეცით „ეტალონის“ გამოცემული სახელმძღვანელო. ჩვენთვის მთავარი მიზანია, ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე, მათ ბედნიერ, ლაღ და წარმატებულ მომავალზე ზრუნვა. ეს გახლავთ სააგენტოსა და „ეტალონს“ შორის პირველი ურთიერთთანამშრომლობა, ვფიქრობ, რომ ეს გაამართლებს, იქნება წარმატებული და შემდეგ ეტაპზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“.

ღონისძიებას თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღი მასპინძლობდა, რომლსაც იაგო მაისურაძე ხელმძღვანელობს. ის მოხარულია, რომ სწორედ მისი ბაღი ჩაერთო პროექტში და აღსაზრდელები დასაჩუქრდნენ წიგნებით: „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბაღების მართვის სააგენტოს, რათა სწორედ ჩვენი ბაღი შეარჩიე, რომ გადმოეცა ეს სახელმძღვანელოები. მადლობა პროექტის ავტორებს და განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.

არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოა სასკოლო მზაობისთვის. მე გადავავლე თვალი ამ წიგნს და ნამდვილად გამოადგება ბავშვებს სკოლისთვის მოსამზადებლად, ისე არის დაკომპლექტებული, რომ პატარების არაერთი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, ცალკე აღსანიშნავია ილუსტრაციები... მე ვთხოვე მშობლებს, რომ წიგნში ფანქრებით წერონ, რადგან მათი შვილების შემდეგ სხვებმაც გამოიყენონ, ეს წიგნი ნამდვილად იმსახურებს მოფრთხილებას“. 

   

ღონისძიებას აღსაზრდელთა მშობლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, მარიამ კინწურაშვილმა აღნიშნა: „ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ნაყოფიერი დღე იყო, არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ჩვენთვის, მშობლებისთვისაც... რაც შეეხება წიგნს, ძალიან საინტერესოა, მე და ჩემი შვილი დღესვე შევუდგებით დავალებების შესრულებას. ვფიქრობ ეს წარმატების მომტანი იქნება პატარებისთვის, საფუძვლიანად მოემზადებიან პირველი კლასისთვის და ექნებათ მზაობა სკოლისთვის“. 

სოფო აბჟანდაძე ასევე მოხარულია, რომ მის შვილს ექნება შესაძლებლობა ამ წიგნის დახმარებით, სათანადოდ მოემზადოს სკოლისთვის: „მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ წიგნით დასაჩუქრდა, ნაწილობრივ უკვე გავეცანით და ძალიან მოგვეწონა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახელმძღვანელო დიდ სამსახურს გაუწევს ბავშვებს, დაეხმარება მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში და კარგად აისახება მათ ცნობიერებაზე. 

საჩუქარი განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა პატარა ნიკოლოზ თუშურისთვის, რომელმაც იქვე დაიწყო წიგნის თვალიერება: „მიხარია საჩუქარი, დავათვალიერე და მომეწონა ნახატები, დედამ მითხრა დღესვე ვიმეცადინოთო და გამიხარდა“. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203