ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დაიწყო - აპლიკანტები ამ წუთებში რეგისტრაციას გადიან
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათიდან დაიწყო და 9:00 საათზე დასრულდება. ამ წუთებში აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციას გადიან.
დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ოსურ ენებში დაწერენ. გამოცდა 09:00 საათზე იწყება. გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათია, შესაბამისად ტესტზე მუშაობა აპლიკანტებს 12:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ.
გამოცდები მთელი საქართველოს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში,
ოზურგეთში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში
ყველა ცენტრი აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამასთან,
საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით.
2024 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;
მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;
მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.
საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:
ქართული ენა და ლიტერატურა
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
4 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
უცხოური ენა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
ზოგადი უნარები (სომხურად)
11 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
11 ივლისი (მეორე სესია);
მათემატიკა
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
ისტორია
15 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
16 ივლისი (პირველი სესია);
ქიმია
16 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
18 ივლისი (პირველი სესია);
ბიოლოგია
19 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
23 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია
24 ივლისი (პირველი სესია);
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).