ბათუმის N20 საჯარო სკოლის ყველა საგნობრივმა კათედრამ შემაჯამებელი სხდომა ჩაატარა
02-07-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლის საგნობრივმა კათედრებმა სასწავლო წლის მიღწევები შეაჯამეს და გეგმები დასახეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში შექმნილია 8 საგნობრივი კათედრა, რომელთაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. 

წლის განმავლობაში კათედრები აქტიურად ახორციელებდნენ ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებებს და აქტივობებს, ასევე კათედრის წევრებს შორის ხდება პრაქტიკის გაზიარება და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე.

2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს, ყველა საგნობრივმა კათედრამ ჩაატარა შემაჯამებელი სხდომა, სადაც კათედრის თითოეულმა წევრმა წარადგინა ანგარიში, შეაჯამა სასწავლო წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები, ისაუბრა მიღწეულ წარმატებებზე და გამოწვევებზე.

სკოლაში საგნობრივ კათედრებს მადლობა უხდიან ნაყოფიერი მუშაობისთვის. 

„2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში ნაყოფიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ შემართებით და ენერგიით გელოდებით ახალ სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203