ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები მე-9 კლასის დასრულების შემდგომ სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძობენ.
ბავშვებმა მათთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, იმღერეს, იცეკვეს და დირექციას, საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა - ეკატერინე მაისურაძემ ბავშვებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა უსურვა.
„ყველას წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ მთელი ცხოვრების მანძილზე“, - აღნიშნა დირექტორმა.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: