ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლაში, სადაც დირექტორ ეკატერინე მაისურაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, სასწავლო წლის მიწურულს არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის არდადეგებზე საზეიმოდ გააცილეს ერთადერთი პირველკლასელი.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„ძალიან მოგვენატრები“,- თბილი სიტყვებით მიმართეს პედაგოგებმა მოსწავლეს და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დიდი სიყვარულით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: