ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას.
მათ შორისაა სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ხატია ღვამიჩავა, რომელიც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) აბაშის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენციაში - „მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ მონაწილეობდა.
მომხსენებელი კონფერენციაზე წარდგა თემით - „ინტეგრირებული გაკვეთილები“ და დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: