აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის ამაგდარი მასწავლებელი მანანა თელია პროფესიული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
ახლახან, აბაშის კულტურის სახლში გაიმართა ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალი, გაუწყინარის საჯარო სკოლიდან ეს საპატიო ტიტული მანანა თელიამ დაიმსახურა, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდა - განათლების მეტად საპასუხისმგებლო პროცესს.
მათემატიკის მასწავლებელი გამოირჩევა საქმისადმი პასუხისმგებლობით, მაღალი პროფესიონალიზმით, მოსწავლეებთან და მშობლებთან მეგობრული დამოკიდებულებით, მისი აღზრდილი მოწაფეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში.
სკოლაში პედაგოგის შრომის აღიარება და დაფასება ახარებთ და ჯილდოს ულოცავენ.
„ვულოცავთ ქალბატონ მანანას ამ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობებში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: