გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი მოსწავლის - ელენე შპეტიშვილის წარმატებას აღნიშნავენ.
ელენე შპეტიშვილმა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალზე მე-2 ადგილი დაიკავა.
ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“ მე-8 სეზონი დასრულდა, 500-ზე მეტ მონაწილეს შორის, მარტყოფის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი ელენე შპეტიშვილიც მონაწილეობდა. იგი II ადგილზე გავიდა, რაც უდიდესი წარმატებაა.
მოსწავლეს სიგელი კომპოზიტორმა - რუსუდან სებისკვერაძემ გადასცა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ელენეს სიამაყითა და სიყვარულით, კვლავაც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ პედაგოგ ინგა ფრეწუაშვილთან ერთად. ნიჭი, გემოვნება და შრომისმოყვარეობა წარმატების ფორმულაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებით ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: