გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიით კახეთს სტუმრობდნენ. კერძოდ მოსწავლეებმა ბოდბისა და სიღნაღის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ბევრი ახალი შეიმეცნეს და ამასთან იხალისეს.
ბავშვები საქართველოს ამ ულამაზესი კუთხიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: