ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლაში სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, ასწავლიან საკუთარ უფლებებს და სხვათა უფლებების პატივისცემას.
სკოლაში დასრულდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი - „ჩემი ბავშვობა ჩემი უფლებაა“ (პროექტის ხელმძღვანელი ირა ბარკალაია).
7 ივნისს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.
მოსწავლეებმა მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ისაუბრეს მიღებულ გამოცდილებაზე, სამოქალაქო ინიციატივებზე.
იხილეთ ფოტოები: