დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან, ასწავლიან როგორც საკუთარ უფლებებს და ისე სხვათა უფლებების პატივისცემას.
პედაგოგებს კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაცია და მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება. ამიტომ 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო.
სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
გარდა იმისა, რომ პედაგოგებმა ბავშვთა უფლებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნეს, ასევე არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ბევრი იმხიარულეს.
იხილეთ ფოტოები: