დღეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ზარნაძე იუბილარია.
ყველასთვის საყვარელი ხელმძღვანელი, სკოლის საკეთილდღეო საქმეს არაერთი წელია ღირსეულად ემსახურება, გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, მოსწავლე-მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულებით, ზრუნავს როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წინსვლასა და განვითარებაზე. სასკოლო საზოგადოება, მის მიმართ დიდი პატივისცემით არის განწყობილი.
თამარ ზარნაძეს პედაგოგები და მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ დაბადების დღეს.
ახარებთ მისი ენთუზიაზმი და ღვაწლი, რომელიც შეაქვს განათლებული საზოგადოების ფორმირებაში და უსურვებენ, როგორც წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას, ისე დიდ ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.
„ეტალონის“ გუნდი უერთდება მილოცვას და თამარ ზარნაძეს უსურვებს კიდევ ბევრი განათლებული, ღირსეული და საამაყო თაობა აღუზარდოს ქვეყანას.
იხილეთ ფოტოები: