ბათუმის N25 საჯარო სკოლის პედაგოგებმა 2023-2024 წელი შეაჯამეს.
სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პედაგოგიური საბჭოს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
სხდომაზე პედაგოგებმა ისაუბრეს მიღწევებზე, შედეგებსა და გამოწვევებზე, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე, ასევე ახალი მიზნები დაგეგმეს.
საბჭოს სხდომამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
აღსანიშნავია, პედაგოგიური საბჭო სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანოა. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია: ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება (სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით), სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების შერჩევა, სამეურვეო საბჭოში წარმომადგენლების მივლენა და ა.შ.
იხილეთ ფოტოები: