ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია.
14 ივნისს, ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის ყველა მოსწავლე და პედაგოგი. ღონისძიებამ საინტერესოდ, სასიამოვნოდ და საზეიმოდ ჩაიარა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, აქტივობა სურვილების დაფა. აქტივობის ფარგლებში, როგორც მოსწავლეებმა, ასევე მასწავლებლებმა ერთმანეთს საუკეთესო სურვილები უსურვეს და სითბო და სიყვარული გამოხატეს.
იხილეთ სკოლის მარგალიტები მასწავლებლის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე: