საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის წესში ცვლილება შევიდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბრძანებით დამტკიცდა რომ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება თუ აპლიკანტი ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 40%-ს დაგროვებს.
საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 45.
საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა 11 ივლისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა წელს პირველად ტარდება და მისი ჩაბარება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის შეუძლიათ.