„აბიტურიენტებს ვურჩევდი, იყვნენ მიზანსწრაფულნი, არჩეული პროფესიისა და საქმის ერთგულნი“ - კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ღლიღვაშვილი
02-07-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ღლიღვაშვილი კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული, პროფესიონალი და საქმეზე შეყვარებული პიროვნებაა. სამართლიანი და გულისხმიერი ხელმძღანელი, სკოლის წარმატებად მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლო გარემოს მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, ის მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებს ასეთი გარემო შეუქმნას და მათი ინტერესები გაითვალისწინოს. ეს კი მოსწავლეებს მოტივაციას კიდევ უფრო უმაღლებს. 

დირექტორი მანანა ღლიღვაშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო გარემოს, რომელიც კურსდამთავრებულთა 60-80%-ს ხელს შეუწყობს ეროვნული დონის უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვას. ყველა მათგანი სკოლიდან იქნება აღჭურვილი იმ ცოდნით, უნარ-ჩვევებით და ფასეულობებით, რაც მიმდინარე გლობალურ პროცესებში მათ დაეხმარებათ საკუთარი ადგილისა და როლის პოვნაში.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ვიყო სამართლიანი, გულისხმიერი და პროფესიონალი.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- იყვნენ პასუხისმგებლიანნი, მიზანსწრაფულნი, თავიანთი არჩეული პროფესიის და საქმის ერთგულნი.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდებით ახალ თაობას განუვითარდეს 21-ე საუკუნის ცოდნა და უნარ-ჩვევები. რათა ცხოვრების სხვა ეტაპზეც შეძლონ მათი სრულფასოვანი რეალიზება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოვუსმინო მოსწავლეებს და ყოველთვის გავითვალისწინო მათი შეხედულებები, ინტერესები და გემოვნება.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- „მე ვარ მალალა“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მზად ვიყო სიახლეებისთვის განსხვავებული მოსაზრებების მიღებისთვის, შეფასებისთვის.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203