„აბიტურიენტებს ვურჩევდი, სწამდეთ საკუთარი თავის“ - მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი გაბრიჭიძე 
02-07-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტი სოფელ მუხურის საჯარო სკოლის დირექტორ ირაკლი გაბრიჭიძისთვის მოსწვლეთა და პედაგოგთა წარმატება ყველაზე დიდი მოტივაციაა. ის  წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალი ხელმძღვანელია. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, რაც მის საქმიანობაზე აისახება. ახალ თაობას მუდამ ცოდნის მიღებისა და განვითარებისკენ მოუწოდებს და ურჩევს საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ და ყველა მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. 

სკოლის დირექტორი ირაკლი გაბრიჭიძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ხედავდე მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებებს, რომლებიც ყოველთვისაა მოტივაციის მთავარი წყარო. საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო, რათა ამ წარმატებების უკან შენი ღირსეული წვლილი და პასუხისმგებლობა ჩანდეს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ბევრი რჩევა-დარიგება მიმიღია და მათი პატივისმცემელი და ერთგული დღემდე უპირობოდ ვრჩები,  განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ, „აზრს“ და „აზროვნების უნარს“ საკუთარ დარიგებას დავწერ, რომელიც ჩემს თავს ვურჩიე ჯერ კიდევ 12 წლის წინ და დღემდე ყველა ნაბიჯზე ამას ვუმეორებ საკუთარ თავს... „იყო პიროვნება ნიშნავს გრძნობდე პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, ოჯახისა და ქვეყნის წინაშე, პირადი შეგნებული ცხოვრებით შექმნა ღირებულება, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი კეთილდღეობისაკენ“

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- ყოველთვის სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, იყვნენ რეალისტები ცხოვრებაში, იმუშაონ საკუთარ თავზე მაქსიმალურად და სწამდეთ საკუთარი თავის, რადგან ყველა წარმატების უკან კონკრეტული პიროვნებები დგანან, ამიტომ საკუთარი წარმატების შექმნა არავის ისე არ „გამოუვა“ როგორც პირადად მათ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ცოდნა და შესაძლებლობა, ერთი თავად უნდა შეიძინონ და მეორე ფაქტორს, რაც შეეხება ეს თითოეული მოქალაქის ვალდებულება - მომავალი თაობის მსახურება, რადგან ისინი თავიანთი სწორი აღზრდით ჩვენი სიამაყისა და ნაყოფიერი ცხოვრების სიმტკიცენი არიან და იქნებიან

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გქონდეს უნარი, რომ შენი ვალი გასცე, რასაც მშობლისა და შვილის სიყვარული ჰქვია. ეს კი ბედნიერებას განიჭებდეს ყველაზე დიდი მადლია.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“, ნოდარ დუმბაძე თეთრი ბაირაღები“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მქონდეს შესაძლებლობა თავს ვგრძნობდე მორალურად, ზნეობრივად და თუნდაც თანამდებობრივად,  ვალდებულად მომავალი თაობის წინაშე, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მათი უკეთესი მომავლის დიდ ოკეანეში ერთი „კოვზი“ წყალი ჩემიც იყოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203