ტყიბულის N7 საჯარო სკოლის ღირსეული და პროფესიონალი დირექტორი ნანა ბოჭორიშვილი საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებული პიროვნებაა. ის ბავშვებს ყოველთვის საჭირო რჩევა-დარიგებებს აძლევს, მიზანსწრაფულობისკენ მოუწოდებს და სამშობლოს სიყვარულს უღვივებს. სკოლის ხელმძღვანელი მოსწავლეთა ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებს და ცდილობს მათი თვალით დაინახოს მოვლენები. ბავშვების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მას სკოლაში ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
დირექტორი ნანა ბოჭორიშვილი etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ მასწავლებელსა და მოსწავლეებს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავ, მით უფრო კარგი ადამიანი გახდები“.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მშვიდად ნერვიულობის გარეშე იმუშაონ, მსუბუქად უყურონ ცხოვრებას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- სამშობლო უყვარდეთ და გააგრძელონ წინაპართა ტრადიციები.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- როცა მის ადგილას ყოველთვის შენ თავს ხედავ და ისე აფასებ.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- არის „თამაში ჭვავის ყანაში“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ჯანმრთელობასა და თანამედროვეობის უწყვეტ განცდას.