მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ ინიციატივებით იყო გაჯერებული, მეოთხეკლასელთთავის დასასრულიც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
სასწავლო წელი მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი ღონისძიებით დაგვირგვინდა, რომელსაც დამრიგებელი ნანა შულაია ხელმძღვანელობდა.
საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა სასკოლო საზოგადოება შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით სასიამოვნოდ გააოცეს.
განსაკუთრებით ემოციური კი, პირველ მასწავლებელთან გამომშვიდობება აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მათ მადლობა გადაუხადეს პედაგოგს ცოდნის სამყაროში მეგზურობისა და დაუვიწყარი 4 წლისთვის.
იხილეთ ფოტოები: