ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობდნენ.
მათ შორის, სკოლა, მასწავლებელ თეა შავიშვილის ხელმძღვანელობით პროექტში - „მეგობრობის ხიდი“ ჩაერთო.
მის ფარგლებში, სკოლაში არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ამომწურავად ისაუბრეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა და მასში 25 სკოლა მონაწილეობდა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: