მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლებში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ორივე სკოლას ძალიან აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც არაერთ წარმატებას აღწევენ.
მათ შორის, Tbilisi Hills Golf-ის გამართულ საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი თანხით, მოსწავლეების ინიცირებული 9 პროექტი დაფინანსდება. მათ შორის, სკოლა-ბიზნეს ფორუმზე წარდგენილი ქვემო ქართლის 7 სკოლის მოსწავლეთა ინიციატივაა.
შერჩეული პროექტები კი შემდეგია:
„არაფორმალური განათლება ნათელი მომავლისათვის" - თაქალოს საჯარო სკოლა (მარნეული);
„სახელმწიფო ენა განვითარებისთვის" - კალინინოს საჯარო სკოლა (გარდაბანი).
„სკოლის სიახლეები" - რუსთავის N4 საჯარო სკოლა
„საზოგადოებრივი მეცნიერებების ლაბორატორია" - რუსთავის N16 საჯარო სკოლა;
„სახელოსნო ღიმილა"- ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა (მარნეული);
„ჩვენ გვინდა თანასწორობა" - მარნეულის N1 საჯარო სკოლა;
„ხელსაქმის ისტორიის კვალდაკვალ" - ახალშენის საჯარო სკოლა (წალკა).
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო საღამოზე შეგროვილი თანხით პროექტები ჯამში 15 000 ლარით დაფინანსდება.