ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე მოსწავლეთა სიყვარულითა და პატივისცემით გამოირჩევა. სკოლის ღირსეულ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბავშვს პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა უყვარდეს, ამის შემდგომ კი საგნითაც დაინტერესდება. სწორედ ესაა მისი დევიზი. მოსწავლეებისთვის დირექტორი რჩევებსაც არ იშურებს და მათ ყოველთვის წინსვლისკენ მოუწოდებს. ბავშვებს ხშირად ეუბნება, რომ იყვნენ ზრდილობიანნი, კაცთმოყვარენი და ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთნონ.
დირექტორი ვიოლა აკობიძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- განათლებულ თაობებს, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ნათელ მომავალს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- პირველად, როცა შევაღე სკოლის კარი, როგორც მასწავლებელმა ჩემმა წინამორბედმა დამარიგა, რომ მთავარია მასწავლებელი უყვარდეს ბავშვს და ამის შემდეგ შეაყვარებ მას შენს საგანს. ამ დევიზით მოვდივარ დღემდე.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- სწორად დაგეგმონ და აირჩიონ პროფესიები, რადგან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ აღმოჩნდნენ მხოლოდ კონსულტანტები.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- იყვნენ ზრდილობიანი, კაცთმოყვარენი და ქვეყნის მშენებლობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- როცა მასწავლებელი მისით ყოველი დღე ბედნიერია.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- „ანა ფრანკის დღიურები“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ჩემი დირექტორობის პერიოდში მქონდეს ახალი სკოლის შენობა გამართული ინფრასტრუქტურით, რადგან ეს არ გახდეს მიზეზი სოფლიდან ბავშვების გადინებისა და უფრო ნაყოფიერი იყოს ჩემი მუშაობა სკოლის დირექტორის პოზიციაზე.