დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლამ არაერთი თაობა აღზარდა.
წელსაც, ტრადიციისამებრ, კურსდამთავრებულები სკოლიდან საზეიმო ღონისძიებით გააცილეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
კურსდამთავრებულებმა კი დირექციასა და პედაგოგების შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გამოემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში კურსდამთავრებულთა აქტიურ მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან და მათი შემდგომი წარმატებები განსაკუთრებულად ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: