თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან განათლებას, ასევე იმ სამედიცინო უნარებს ეუფლებიან, რაც როგორც პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ისე ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია.
ამ ყველაფერს კი მოწაფეებს სკოლის ექთანი ციური სურმანიძე ხელმძღვანელობს და მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად არაერთ აქტივობას ახორციელებს.
მათ შორის აღსანიშნავია ბიოლოგიის გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობა, სადაც მოსწავლეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინეს.
მასწავლებელმა - არჩილ ფუტკარაძემ, მერვე კლასში მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის პრაქტიკული ნაწილი ბიოლოგიაში თემაზე - „წნევის გაზომვა“.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
ბავშვები დაეუფლნენ წნევის გაზომვის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ექთან ციური სურმანიძის დახმარებით.
მოსწავლეებისთვის პრაქტიკული სამუშაო მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: