„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მისი შინაგანი სამყაროს ამოცნობას“ - დაბა თიანეთის  N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ოთარაშვილი
03-07-2024

ბევრი წარმატებული მოსწავლე სკოლის წარმატებაა - აღნიშნავს დაბა თიანეთის  N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ოთარაშვილი, რომელიც მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს და მათთვის ხარისხიან განათლებას და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს. 

etaloni.ge- ბლიც-კითხვებს დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ოთარაშვილი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ბევრ წარმატებულ მოსწავლეს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- გიყვარდეს შენი ერი, იყავი კაცთმოყვარე.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას. ისწავლონ ის, რაც აინტერესებთ და სადაც წარმატებულნი იქნებიან.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ჩვენი წარსულის ცოდნა. მუდამ უნდა ახსოვდეთ ვისი გვარისა ვართ. საიდან მოვდივართ და საით მივემართებით.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მისი შინაგანი სამყაროს ამოცნობას, თუ რა წყინს, რა უხარია მას და ყოველთვის, ყველა სიტუაციაში მის გვერდით დგომას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- „ბიძია თომას ქოხი.“

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ვიყო იქ, სადაც ვარ და ვიყო ჩემი მოსწავლეების საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203