ქუთაისის N10 საჯარო სკოლას დირექტორი ონისე ბოჭორიშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს. ფიქრობს, რომ კარგი მოქალაქეების აღზრდა სკოლის მთავარი წარმატებაა. შესაბამისად, საკუთარი წვლილი შეაქვს ღირსეული, ერუდირებული და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ონისე ბოჭორიშვილი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლის წარმატება ნიშნავს, სკოლის მხრიდან „ზოგადი განათლების“ ეროვნული მიზნების უმთავრესი პრინციპების მიღწევას - „კარგი მოქალაქეების აღზრდას!“
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- გიყვარდეთ და პატივი ეცით საკუთარ თავს, თქვენს ოჯახს და საქართველოს სახელმწიფოს!
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აბიტურიენტებს ვურჩევდი, შეასრულონ დამკვირვებელთა კანონიერი მითითებები გამოცდის მიმდინარეობის პროცესში და მშვიდად იმუშაონ საგამოცდო ტესტებზე.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ახალი თაობისათვის მნიშვნელოვანია დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს, სასკოლო საზოგადოების უფროსი თაობის ჩართულობას ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- დიმიტრი უზნაძის 1. ზოგადი ფსიქოლოგია; 2. განწყობის თეორია;
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- საქართველოს ღირსეული მოქალაქეების აღზრდის საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანას.