ქართული ენისა დალიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტი ტესტის დაწყებიდან 1 საათში გამოვიდა.
175-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა გააპლიკანტმა ETALONI.GE-სთან აღნიშნა რომ ტესტი მარტივი იყო და არ გასჭირვებია.
„სტუმარ - მასპინძელი შემხვდა, ნიკო ფიროსმანი - უცხო ტექსტი. თემა - უნდა აფასებდნენ თუ არა ადამიანები ერთმანეთს მათი ღირებულებების მიუხედავად. ძალიან მარტივი იყო ყველაფერი. არ გამიჭირდა, ვფიქრობ კარგად დავწერე“, - გვითხრა აბიტურიენტმა.
აბიტურიენტები გამოვიდნენ 147-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდანაც. მათი თქმით, იმაზე მარტივი იყო ვიდრე ელოდნენ.
„მარტივი იყო ნამდვილად, არასაპროგრამო ტექტი რეზო ინანიშვილის „ფიროსმანი“ იყო, ხოლო საპროგრამოდან ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, - გვითხრა აპლიკანტმა,
„ტესტის რედაქტირების ნაწილში, ძირითადად, პუნქტუაციური შეცდომები იყო. აბიტურიენტი 2022 წელსაც ვიყავი და მაშინდელთან შედარებით, ჩემი აზრით, ტესტი მეტად გამარტივებული იყო.
ორი თემა იყო, რომელსაც გინდოდა იმას აირჩევდი, კითხვები იყო და პასუხები უნდა გაგვეცა. ერთი იყო სტუმარ-მასპინძელი, მეორე - ფიროსმანი. მე სტუმარ-მასპინძელი ავირჩიე. ჩემი აზრით, ტესტი უმარტივესი იყო, დაწერა არანაირად არ გამიჭირდა. არც მინერვიულია, იმედია, მაღალი ქულით ჩავაბარებ“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
„ძალინ კარგ ხასიათზე ვარ, რედაქტირების მეშინოდა, მაგრამ მგონი კარგად გავართვი თავი. თემებიდან სტუმარ-მასპინძელი ავირჩიე და ვფიქრობ, კარგადაც დავწერე, რა ვიცი, რა ვთქვა, ვინც ვერ ჩააბარებს პირდაპირ ჯარში უნდა წავიდეს”.