ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი მასალა საინტერესო ჯგუფური მუშაობით შეაჯამეს
03-07-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი კი მოსწავლეებმა ნაყოფიერად შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მათ შორის აღსანიშნავია, დასკვნითი  ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში, რომლის ორგანიზატორი იყო მათემატიკის მასწავლებელი ქიშმიშ იპრიკიანი.

შემაჯამებელი ჯგუფური მუშაობა მიზნად ისახავდა ცოდნის შემოწმება-შეფასებას, მათემატიკური შესაძლებლობების წარმოჩენას და ლოგიკის ამაღლებას. 

მოსწავლეთა პირველ ჯგუფს - ზინაიდას, გოჰარის, ჰაკობისა და ანტის - სამუშაო სამიწადმოქმედო საქმიანობით მიღებული მოსავლის შემოსავლის გამოთვლას გულისხმობდა. მეორე ჯგუფს - „მათემატიკოსებს“ (არშაკი, თინა, მილენა, სოღომონი, დავითი) კი ბინის ფართობის მიხედვით, მის შესაკეთებლად, სამშენებლო მასალების ღირებლების გათვალისწინებით, საჭირო თანხა უნდა გამოეთვალა

მესამე „ბაღის" ჯგუფს - რომის, მანეს, სოფოს, ინგას შემადგენლობით, უნდა დაეანგარიშებინა რა მოსავალს მიიღებდა 1ჰა მიწაზე გაშენებული ვაშლის ხეებიდან და რამხელა შემოსავალი ექნებოდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები დავალებით დაინტერესდნენ და აღფრთოვანდნენ,  სამუშაო მათთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა. დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა შეაჯამეს, მასწავლებელმა კი სასწავლო მიღწევების შეფასება შეძლო. 

მოსწავლეებმა მე-6 კლასის მათემატიკა წარმატებით შეისწავლეს და ახალ სასწავლო წელს მოტივირებულები ელიან. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ შემაჯამებელი დავალებით, მოსწავლეებმა დაასრულეს მე-6 კლასის მათემატიკა, ჩააბარეს სახელმძღვანელოები და პედაგოგ ქიშმიშ იპრიკიანს სექტემბრამდე დიდი ისიყვარულით დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203