დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა, იღებდნენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, არხილოსკალოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის მაიამ ზაქაიძის წარმატება, რომელიც კონკურსის - „თანამედროვე გალატკიონი“ გამარჯვებული გახლავთ.
მაიამ ზაქაიძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ზიზო ბურდული) დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
კონკურის მიზანი იყო ახალგაზრდებში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების მიმართ ინტერესის გაღვივება, ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა, კერძოდ, მოთხრობა, ნოველა, ესე, ლექსი.
მარიამი საუკეთესო ესესთვის დაჯილდოვდა „ოქროს სიგელითა“ და ფასიანი საჩუქრით. მისი ესსე შევიდა საუკეთესო ნამუშევრების კრებულში - „კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათ...“
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მარიამს და მის პედაგოგს.
იხილეთ ფოტოები: