ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მიზანსწრაფული ხელმძღვანელია. გამოწვევებს არ უშინდება, ბევრს შრომობს და მიზანსაც აღწევს. თვლის, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა. მოწაფეთა სიყვარული აბედნიერებს და აძლევს მოტივაციას ღირსეულად ემსახუროს მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- როდესაც სკოლაში არის უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებს აქვთ მაღალი შედეგი გამოცდებზე და სკოლას ჰყავს პროფესიონალი მასწავლებლები - მაშინ არის სკოლა ძლიერი და წარმატებული.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ერთ-ერთი რჩევა/დარიგება, რაც მიმიღია და შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ჩემ გონებაში არის, ესაა „არასოდეს შეგეშინდეს ცხოვრების თავიდან დაწყება“.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- პირველ რიგში ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და ვურჩევ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ გამოცდების პერიოდში. იყვნენ მხნედ და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მათ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- თითოეულ მათგანს მიეცეს შესაძლებლობა გამოავლინონ თავი იმ საქმეში, რაშიც უფრო მეტად ძლიერები არიან და ჩვენ ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალურად გვედით დავუდგეთ.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- ვთვლი, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურება. როდესაც ემსახურები რამოდენიმე სხვადასხვა თაობის აღზრდას და გრძნობ მადლიერებას, ამაზე უფრო დიდი მიღწევა რა უნდა იყოს.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- დამეთანხმებით, რომ ზაფხული არის ის პერიოდი, როდესაც მოსწავლეებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ და შესაბამისად აქვთ შესაძლებლობა უფრო მეტი წიგნი წაიკითხონ. უფრსკლასელებს ვურჩევდი, რომ წაიკითხონ:
ა) არჩილ ქიქოძის „ სამხრეთული სპილო“;
ბ) ორჰან ფამუქის „ ჩემი უცნაური ფიქრები“ და პომეროსის „ილიადა და ოდისეა“;
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ის მიზნები, რაც მაქვს დასახული, მის ასრულებას... და ეს მიზნები არ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ეს ეხება მოსწავლეებს და მთლიანად სკოლას. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შრომა დამჭირდება, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზნამდე.